პიარო, დღეს შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!

PR საზოგადოების გონებაში ასოცირდება რაღაც ჯადოქრულ საშუალებასთან, რომელსაც შეუძლია აყიდინოს მომხმარებელს ცუდი ხარისხის პროდუტი მაღალ ფასში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ უცოდინრობას უკავშირდება, რადგან ასეთ აქტს არა საზოგადოებასთან ურთიერთობა, არამედ არაესთეტიური და ზოგ შემთხვევაში კრიმინალიც კი ჰქვია.
მაშ რა არის პიარი?
PR არის საზოგადოებასთან ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველჰყოფს მაქსიმალური ინფორმირებისა და სიმართლის დაცვას, განსაზღვრავს ტენდეციებს, ახდენს ანალიზს და მიზნად ისახავს მიაღწიოს საზოგადოებრივ ჰარმონიას ყველა საზოგადოებრივ რგოლს შორის. ეს არის აქცენტების სწორად დასმის ის ხელოვნება, რომელიც გვეხმარება დანახაოთ საზოგადოებას ჩვენი ორგანიზაციის (ორგანიზაცია პირობითად არის აღებული) სიძლიერე და ასევე ჩვენი უპირატესობები სხვა ორგანიზაციებთან.

თუ პიარის განმარტების მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ის ძალიან დიდი ხნის წინ წარმოიშვა და იქნა გამოყენებული, მაგრამ დღესდღეობით პიარის გამოყენების და საჭიროების ფარგლები ძალიან გაზრდილია. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა მედიის საშუალებების გაძლიერება და მასშტაბური გამოყენება დავასახელოთ, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი მიზეზი მაინც ბაზარზე კონკურენციის გაზრდაა.
მინდა გითხრათ, რომ პიარი ორგანიზაციისა თუ კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამის მაგალითის მოყვანა კი არამგონია რომელიმეს გაგვიჭირდეს. მაგ: არის ორი ერთნაირი ლეპტოპი, ერთი იყიდება ტექნო ბუმში, ხოლო მერე კი რომელიღაც მცირე კომპიუტერულ მაღაზიაში, რომელის შესახებაც საზოგადოებისთვის თითქმის არაფერია ცნობილი… სად იყიდის მომხმარებელი პროდუქტს? რა თქმა უნდა, ტექნო ბუმში, რადგან ამ კომპანიას საზოგადოებასთან ურთიერთობა კარგად აქვს ჩამოყალიბებული და სწორედ ამიტომ მყიდველი ფიქრობს, რომ ასეთი პრესტიჟული და გამოცდილი მაღაზიათა ქსელი ცუდ პროდუქტს არ გაყიდის, ხოლო იმ მცირე მაღაზიაში კი შეიძლება ასეთივე ლეპტოპს “რაიმე დეფექტი აღმოაჩნდეს.”
დღესდღეობით პიარი ასევე გამოიყენება, როგორც საზოგადოებაში ნდობის მოპოვების ერთ-ერთი წყარო. ალბათ ყველას გახსოვთ ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში პოლიციისადმი ნდობის ასამაღლებლად ჩატარებული პიარ კამპანია – გამჭვირვალე შენობები. ამ ყველაფერმა წინა ხელისუფლებას ორგვარი დადებითი ქულა დაუწერა საზოგადოების თვალში : პირველი ის, რომ პოლიციის საქმეები “გამჭვირვალე” იქნებოდა და მეორეც ის, რომ  საქართველოში თანამედროვე შენობები კეთდება.

არსებობს პიარის 2 სახე “ცივი” და “ცხელი”. ცივი კომუნიკაცია, არის როდესაც ერთი ადამიანი მეორეს გადასცემს ინფორმაციას, ხოლო ცხელი კომუნიკაცია კი არის როდესაც  კომუნიკაცია (ბოდიში ტავტოლოგიისთვის) ხდება ორმხრივად. დღესდღეობით ცხელი კომუნიკაციის მოთხოვნილება უფრო გაზრდილია საზოგადოებაში.

რაც შეეხება საქართველოს. საქართველო პიარის საქმეში შეიძლება ითქვას, რომ “ახალგაზრდა ქვეყანაა”, მაგრამ ის ჩქარი ტემპებით მიემართება ამ სფეროში წარმატების მიღწევისაკენ. მართალია, რომ აქ როგორც თავში აღვნიშნე პიარს ჯადოქრულ ნიჭს და ტყუილის დიდოსტატობას აწერენ და ზოგჯერ აფერადებენ კიდეც მას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი ჯანსაღი პიარ კამპანიის მაგალითიც, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სფერო უფრო ძლიერი გახდება.

მე ბიზნესმენობას ვაპირებ და ამავე დროს იმასაც ვაცნობიერებ, რომ კარგად უნდა შევისწავლო პიარის ტექნიკა, რადგან ჩემი ბიზესი უფრო ცნობადი, სანდო და წარმატებული გახდეს! სწორედ ამ ჩემი სურვილის ფონზე მინდა შევაჯამო ეს პოსტი და ვთქვა, რომ პიარი წარმატების ის ინგრედიენტია, რომელიც კომპანიას ისევე ჭირდება, როგორც ორგანიზმს ფილტვები !

პიარო, დღეს შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

Advertisements

დაჟანგული ფრთები…

ყოველთვის მიკვირდა როგორ ახერხებდა ამას… ქალს, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, როგორ შეეძლო სკოლაში გაკვეთილი ჩაეტარებინა, ან სად პოულობდა ამ ყველაფრისთვის ძალას?! ყოველდღე ვხედავდი მას… მაღალი, შავთმიანი, სუსტი… ყოველთვის ვამჩნევდი მის სევდიან თვალებს, რომელის დამალვასაც სერიოზული სახის მიღებით ცდილობდა… მის გუგებში, სულის სარკეში არსებული, დეპრესიული, წითელი ძარღვების დანახვის შემდეგ მივხვდი, რომ კიბო, ეს მხოლოდ სტატისტიკა არ გახლდათ, ეს იყო ტვირთი, რომელსაც ის მარტო ატარებდა და რომელიც უფრო მძიმდებოდა მაშინ როცა ბავშვები მის ახლოს დგომისაგან თავს იკავებდნენ… ამ ყველაფრის მიზეზი, კი გაუნათლებელი მშობლები იყვნენ, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ როგორ ვრცელდება სიმსივნე, ან რა არის ის! მაგრამ ყველაფერს მხოლოდ დედ-მამას ვერ დავაბრალებთ… მათ ეს თავიანთმა მშობლებმა ასწავლეს, რომლებისთვისაც კიბო ახალი ხილი გახლდათ, რადგან ის იდეოლოგია, რომლის გავლენითაც ისინი გაიზარდნენ, ასწავლიდა, რომ საბჭოთა პაციენტი ყველაზე ჯანმრთელი პაციენტია და დაფარვის გამო, მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა დაავადებების შესახებ. ამიტომ პირველ რიგში, მინდა სიმსივნეზე ვისაუბრო…

სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი, უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).

ადამიანებს შორის სიმსივნის სიხშირე დაკავშირებულია მოსახლეობის პოპულაციის თავისებურებასთან. მაგალითად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია, სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უჭირავს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია სარძევე ჯირკვლის, კანის, საშვილოსნოს, კუჭისა და ფილტვის კიბო.

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ “პრაქტიკული” ინფორმაცია კიბოს შესახებ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგვადგება…

მართალია, პოსტის დასაწყისში ვთქვი, რომ კიბო მხოლოს სტატისტიკა არ არის, მაგრამ ვფიქრობ რომ მას ასე თუ ისე ვერ ავუვლით გვერდს..

  • კიბოს შემთხვევების დაახლოებით 47% და დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის 55% მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე მოდის.
  • ძუძუს კიბო სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის. 2010 წელს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალთა 36,8% ძუძუს კიბო აღმოაჩნდა. 2010 წლის მიწურულს, 9,000 ავთვისებიან სიმსივნის შემთხვევაზე მეტი იყო დაფიქსირებული. ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 1,000 მეტს წარმოადგენდა, რაც 10%  ზრდაზე მეტია. ახალი შემთხვევებიდან 17,5%  ქალებისა გარდაიცვალა დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის განმავლობაში.
  • კიბო სიღარიბის მიზეზიცაა და შედეგიც. დაავადება, ერთის მხრივ,უარყოფითად მოქმედებს ოჯახის შემოსავალზე, ვინაიდან მისი მკურნალობის ხარჯები კიდევ უფრო აუარესებს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. მეორეს მხრივ, ხელმოკლე ოჯახის განათლებასა და ჯანდაცვაზე დაბალი ხელმისაწვდომობა ზრდის მისი წევრების კიბოთი დაავადებისა და სიკვდილის რისკს.
  • წელიწადში 800 ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია სოლარიუმით, ხოლო ისინი ვინც სოლარიუმში ირუჯებიან, კანის კიბოს განვითარების 20% –იანი რისკი აქვთ.
  • არძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ასაკის მომატებასთან ერთად:
    • 25 წლის ასაკში – 19 000-დან 1 შემთხვევა,
    • 30 წლის ასაკში – 2 500-დან 1,
    • 35 წლის ასაკში – 622-დან 1,
    • 40 წლის ასაკში – 217-დან 1,
    • 45 წლის ასაკში – 93-დან 1,
    • 50 წლის ასაკში – 50-დან 1,
    • 55 წლის ასაკში – 33-დან 1,
    • 60 წლის ასაკში – 24-დან 1,
    • 65 წლის ასაკში – 17-დან 1,
    • 70 წლის ასაკში – 14-დან 1,
    • 75 წლის ასაკში – 11-დან 1,
    • 80 წლის ასაკში – 10-დან 1.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ყოველ დასაწყისს აქვს მიზეზი, რომელიც ამ ყველაფრის შექმნას განაპირობებს. განა ადამიანს კიბო სჭირს ? არა ! ადამიანს ინფორმაციის ნაკლებობა სჭირს… კიბოც ხომ ინფორმაციის სიმწირისსგან მიღებული შედეგია…  ვცდილობ ხშირად მივიღო მონაწილეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობისაკენ მიმართულ აქციებში და ხშირად მაგალითი მივცე ჩემს მეგობრებს. იმისათვის, რომ კიბო თავიდან ავიცილოთ საჭიროა :

  • წონის კონტროლი.
  • არა ალკოჰოლს !
  • არა სიგარეტს !
  • უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით (ბოსტნეულით)
  • არა კანის ხელოვნურ გარუჯვას !

ავსტრალიის მთავრობამ გადაწყვიტა სიგარეტის კოლოფებს დიზაინი შეუცვალოს. “Made In China”-ს მსგავს მოძველებულ, ბანალურ, არაფრის მომცემ წარწერას “მოწევა კლავს”-ს ნაცვლად, მათი გადაწყვეტილებით, კოლოფებზე უნდა იყოს სურათები, რომლებზეც ნათლად იქნება ასახული ის შედეგები, რომლებსაც მოწევა იწვევს…

რათქმაუნდა თამბაქოს კომპანიები ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდნენ და მრავალი არგუმენტი წამოაყენეს, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს სურათები სიგარეტის კოლოფებზე აღმოჩნდება, რადგან ეს არის ის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ადამიანს დავანახოთ, თუ რა მოუვა მოწევის შემთხვევაში, რომელიც მითი ჰგონია… ჩემი აზრით, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ… მართალი გითხრათ ოცნებად მაქვს, რომ ასეთი კოლოფები საქართველოშიც შემოვიდეს…

საბოლოოდ კი, მაინც მინდა შევეხო ყველაზე მტკივნეულ თემას… ალბათ ბევრი ვილაპარაკე სტატისტიკაზე, რა არის კიბო, როგორ ჩნდება, რა უნდა ვქნათ რომ თავიდან ავიცილოთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მითქვამს იმაზე თუ რაუნდა ვქნათ როცა ადამიანი კიბოთია დაავადებული…
3 წლის წინ ქრონიკაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამცნობდა ხალხს, რომ კიბოს სამკურნალო აპარატი ახალგაზრდა ექიმმა იაპონიიდან საქართველოში ჩამოიტანა.

აქაც ვიტყვი, რომ მთავარი მაინც ადამიანია და სულაც აღარ არის საჭირო მისთვის იმის შეხსენება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა, აქ მთავარია თანადგომა, ჩვენი თავის მათ ადგილას წარმოდგენა, ზრუნვა იმაზე რომ არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია და მიცემა ძალის, რომლითაც ისინი შეძლებენ მოერიონ თავიანთ დაჟანგულ ფრთებს!..

NatalieLong.25412410_std

მასწავლებლების დაღუპულია ეს ქვეყანა…


“ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრეს, დომენიკო.”

გურამ დოჩანაშვილის ეს გამონათქვამი წიგნიდან “სამოსელი პირველი”, ზუსტად შეესაბამება იმას რისი თქმაც მე მსურს თქვენთვის ამ პოსტით. ჩემი სამოქალაქო განათლების მასწავლეელი, ლალი უშვერიძე, ძალიან კარგ ხერხს მიმართავს ბავშვის, მთავარი 3 გარემოს აღსაწერად – “სკოლა, ოჯახი, საზოგადოება” – სოს -SOS! ამით იმის თქმა მსურს, რომ სწორედ ამ 3 გარემოში იქმნება ბავშვი როგორც პიროვნება და სწორედ აქ არის საჭირო განგაშის ატეხა, რადგან ბავშვის ბედი სკოლაზე, ოჯახზე და საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
მე მაინც ვიტყოდი, რომ საზოგადოებას (თუ საზოგადოების რა წრეში იქნება ბავშვი) განსაზღვრავს სკოლა და ოჯახი, ხოლო რაც შეეხება სკოლას და ოჯახს, ჩემი აზრით, სკოლას უფრო დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში ვიდრე ოჯახს, რადგან მე პირადად, ოჯახში რამდენჯერმე მქონდა კამათი სხვადასხვა თემებზე, რომელზეც სკოლაში ვიმსჯელეთ, ამით იმის თქმა მსურს, რომ როგორი ცუდიც არ უნდა იყვნენ მშობლები, მასწავლებელმა შეიძლება ჭეშმარიტი გზა აჩვენოს ბავშვს და მათი მცდარი აზრის წინააღმდეგ წაიყვანოს. მე პირადად ვიცნობ ბავშვს, რომელსაც მშობელი უშლიდა სკოლაში სიარულს, მაგრამ ის მაინც დადიოდა, რადგან მოსწონდა რამოდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც შეაყვარეს თავიანთი საგანი ამ ბავშვს. – ეს უკვე მეორე და უფრო მტკიცე მაგალითიც.
ახლა კი მაინც ჩემი ქალაქის მასწავლებლებს მინდა შევეხო (რათქმაუნდა ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, ისეთ მასწავლებლებზე ვსაუბრობ, რომლებიც “ასეთ რაღაცეებს” აკეთებენ). სამასწავლებლოში შედიან და ამბობენ ეს არ მისმენს, ის არ მისმენს… მიჩნდება კითხვა: რატომ მოგისმენს თუ ისე ატარებ გაკვეთილს როგორც მოსწავლეც წაიკითხავდა წიგნში მასწავლებლის გარეშე… გაკვეთილს საინტერესოს არ ხდი, მხოლოდ მოვალეობის მიზნით შემოდიხართ, ახსნით იგივეს რაც წიგნში წერია და გახვალთ… მე ვერ ვხვდები რატომ არ სწავლობენ ბავშვები თქვენს გაკვეთილებზე, როცა ჩემი ქართულის მასწავლებლის (რომელიც ახლაც მიმაჩნია მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლად :დ) გაკვეთილზე ისეთი ბავშვები ყვებოდნენ ლექსებს, მოთხრობებს, რომელთა საშუალო ქულა კოჭლი სამიანია. გამოდის დასკვნა: მასწავლებლობას ჭირდება საგნის სპეციალისტობის გარდა ბევრი სხვა რამის ცოდნაც.

და საბოლოოდ მინდა ვთქვა, ადამიანს მისწრაფება უნდა ჰქონდეს მასწავლებლოებისკენ, ის იმიტომ კი არ უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ქუთაისში სულ 2 უნივერსიტეტი იყო- ტექნიკუმი და პედაგოგიური და ტექნიკუმზე სწავლების არნდომების გამო ჯანდაბას და პედაგოგიურზე ჩააბარა, არა მას უნდა უნდოდეს ბავშვთან მუშაობა და უნარიც უნდა ქონდეს ამის. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა არამასწავლებლების დაქცეულია, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ დღესდღეობით მასწავლებლებიც და არამასწავლებლებიც ერთ ყუთში იყრება, რომელსაც დიდი ასოებით აწერია სიტყვა “მასწავლებელი.”

ნაგავი, ნაგვის “გასაქრობად”

ყველაზე მეტად მაღიზიანებს როცა არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუკლეტებს არიგებენ, რომლებზეც აწერია – “დაიცავით ბუნება.” მიზეზი კი ისაა, რომ დამფინანსებელს აჩვენოს, თითქოს რაღაც გააკეთა. ძალიან მომეწონა როცა ქუთაისსში არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურობით საღორიის ტყე დავასუფთავეთ, ეს იყო საქმე, ეს იყო ბუნების დაცვა და არა ის, რომ ქუჩაში ბუკლეტებით გახვიდე, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ნაგავია! ხალხი მას მაინც არ კითხულობს ძირს ყრის და ისევ ჩვენი მოსასუფთავებელია. ეს უკვე ერთ-ერთ პოსტში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩემი ოცნებაა კამერები დამონტაჟდეს ქუჩებში და ნაგვის დაყრაზე 500 ან 1000 ლარიანი ჯარიმები დაწესდეს და როცა გაკოტრდებიან და ქუჩაში დარჩებიან მერე აღარ დაყრიან ძირს ნაგავს ! ნამდვილად არ მინდა მათი დაბინძურებული ჰაერი ვისუნთქო და ხალხის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.ბუკლეტების დარიგებას ჯობია საქმე გააკეთოთ !

მადლობა ვიის ? USAID-ს და PH-ს :დ

საჩუქარმა მართლა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ მე ამ ბლოგის საშუალებით ბლოგების კონკურსის გამარჯვებული გავხდი და პირველ ადგილას გავედი იმ 7 მონაწილესთან ერთად, რომელთაც ასევე დაუჯერებლად კარგი ბლოგები ჰქონდათ. მადლობა USAID_სა  და PH  International_ს. მათი დამსახურებაა, რომ საქართველოში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც აუცილებლად გახდებიან აქტიური და ღირსეული მოქალაქეები. ხოლო მე კი პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრს” განსაკუთრებით კი მარიამ ქველიაშვილს და მაკა ჩინიჯიშვილს. მადლობა ყველას ❤