დაჟანგული ფრთები…

ყოველთვის მიკვირდა როგორ ახერხებდა ამას… ქალს, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, როგორ შეეძლო სკოლაში გაკვეთილი ჩაეტარებინა, ან სად პოულობდა ამ ყველაფრისთვის ძალას?! ყოველდღე ვხედავდი მას… მაღალი, შავთმიანი, სუსტი… ყოველთვის ვამჩნევდი მის სევდიან თვალებს, რომელის დამალვასაც სერიოზული სახის მიღებით ცდილობდა… მის გუგებში, სულის სარკეში არსებული, დეპრესიული, წითელი ძარღვების დანახვის შემდეგ მივხვდი, რომ კიბო, ეს მხოლოდ სტატისტიკა არ გახლდათ, ეს იყო ტვირთი, რომელსაც ის მარტო ატარებდა და რომელიც უფრო მძიმდებოდა მაშინ როცა ბავშვები მის ახლოს დგომისაგან თავს იკავებდნენ… ამ ყველაფრის მიზეზი, კი გაუნათლებელი მშობლები იყვნენ, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ როგორ ვრცელდება სიმსივნე, ან რა არის ის! მაგრამ ყველაფერს მხოლოდ დედ-მამას ვერ დავაბრალებთ… მათ ეს თავიანთმა მშობლებმა ასწავლეს, რომლებისთვისაც კიბო ახალი ხილი გახლდათ, რადგან ის იდეოლოგია, რომლის გავლენითაც ისინი გაიზარდნენ, ასწავლიდა, რომ საბჭოთა პაციენტი ყველაზე ჯანმრთელი პაციენტია და დაფარვის გამო, მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა დაავადებების შესახებ. ამიტომ პირველ რიგში, მინდა სიმსივნეზე ვისაუბრო…

სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი, უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).

ადამიანებს შორის სიმსივნის სიხშირე დაკავშირებულია მოსახლეობის პოპულაციის თავისებურებასთან. მაგალითად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია, სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უჭირავს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია სარძევე ჯირკვლის, კანის, საშვილოსნოს, კუჭისა და ფილტვის კიბო.

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ “პრაქტიკული” ინფორმაცია კიბოს შესახებ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგვადგება…

მართალია, პოსტის დასაწყისში ვთქვი, რომ კიბო მხოლოს სტატისტიკა არ არის, მაგრამ ვფიქრობ რომ მას ასე თუ ისე ვერ ავუვლით გვერდს..

  • კიბოს შემთხვევების დაახლოებით 47% და დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის 55% მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე მოდის.
  • ძუძუს კიბო სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის. 2010 წელს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალთა 36,8% ძუძუს კიბო აღმოაჩნდა. 2010 წლის მიწურულს, 9,000 ავთვისებიან სიმსივნის შემთხვევაზე მეტი იყო დაფიქსირებული. ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 1,000 მეტს წარმოადგენდა, რაც 10%  ზრდაზე მეტია. ახალი შემთხვევებიდან 17,5%  ქალებისა გარდაიცვალა დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის განმავლობაში.
  • კიბო სიღარიბის მიზეზიცაა და შედეგიც. დაავადება, ერთის მხრივ,უარყოფითად მოქმედებს ოჯახის შემოსავალზე, ვინაიდან მისი მკურნალობის ხარჯები კიდევ უფრო აუარესებს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. მეორეს მხრივ, ხელმოკლე ოჯახის განათლებასა და ჯანდაცვაზე დაბალი ხელმისაწვდომობა ზრდის მისი წევრების კიბოთი დაავადებისა და სიკვდილის რისკს.
  • წელიწადში 800 ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია სოლარიუმით, ხოლო ისინი ვინც სოლარიუმში ირუჯებიან, კანის კიბოს განვითარების 20% –იანი რისკი აქვთ.
  • არძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ასაკის მომატებასთან ერთად:
    • 25 წლის ასაკში – 19 000-დან 1 შემთხვევა,
    • 30 წლის ასაკში – 2 500-დან 1,
    • 35 წლის ასაკში – 622-დან 1,
    • 40 წლის ასაკში – 217-დან 1,
    • 45 წლის ასაკში – 93-დან 1,
    • 50 წლის ასაკში – 50-დან 1,
    • 55 წლის ასაკში – 33-დან 1,
    • 60 წლის ასაკში – 24-დან 1,
    • 65 წლის ასაკში – 17-დან 1,
    • 70 წლის ასაკში – 14-დან 1,
    • 75 წლის ასაკში – 11-დან 1,
    • 80 წლის ასაკში – 10-დან 1.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ყოველ დასაწყისს აქვს მიზეზი, რომელიც ამ ყველაფრის შექმნას განაპირობებს. განა ადამიანს კიბო სჭირს ? არა ! ადამიანს ინფორმაციის ნაკლებობა სჭირს… კიბოც ხომ ინფორმაციის სიმწირისსგან მიღებული შედეგია…  ვცდილობ ხშირად მივიღო მონაწილეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობისაკენ მიმართულ აქციებში და ხშირად მაგალითი მივცე ჩემს მეგობრებს. იმისათვის, რომ კიბო თავიდან ავიცილოთ საჭიროა :

  • წონის კონტროლი.
  • არა ალკოჰოლს !
  • არა სიგარეტს !
  • უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით (ბოსტნეულით)
  • არა კანის ხელოვნურ გარუჯვას !

ავსტრალიის მთავრობამ გადაწყვიტა სიგარეტის კოლოფებს დიზაინი შეუცვალოს. “Made In China”-ს მსგავს მოძველებულ, ბანალურ, არაფრის მომცემ წარწერას “მოწევა კლავს”-ს ნაცვლად, მათი გადაწყვეტილებით, კოლოფებზე უნდა იყოს სურათები, რომლებზეც ნათლად იქნება ასახული ის შედეგები, რომლებსაც მოწევა იწვევს…

რათქმაუნდა თამბაქოს კომპანიები ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდნენ და მრავალი არგუმენტი წამოაყენეს, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს სურათები სიგარეტის კოლოფებზე აღმოჩნდება, რადგან ეს არის ის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ადამიანს დავანახოთ, თუ რა მოუვა მოწევის შემთხვევაში, რომელიც მითი ჰგონია… ჩემი აზრით, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ… მართალი გითხრათ ოცნებად მაქვს, რომ ასეთი კოლოფები საქართველოშიც შემოვიდეს…

საბოლოოდ კი, მაინც მინდა შევეხო ყველაზე მტკივნეულ თემას… ალბათ ბევრი ვილაპარაკე სტატისტიკაზე, რა არის კიბო, როგორ ჩნდება, რა უნდა ვქნათ რომ თავიდან ავიცილოთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მითქვამს იმაზე თუ რაუნდა ვქნათ როცა ადამიანი კიბოთია დაავადებული…
3 წლის წინ ქრონიკაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამცნობდა ხალხს, რომ კიბოს სამკურნალო აპარატი ახალგაზრდა ექიმმა იაპონიიდან საქართველოში ჩამოიტანა.

აქაც ვიტყვი, რომ მთავარი მაინც ადამიანია და სულაც აღარ არის საჭირო მისთვის იმის შეხსენება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა, აქ მთავარია თანადგომა, ჩვენი თავის მათ ადგილას წარმოდგენა, ზრუნვა იმაზე რომ არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია და მიცემა ძალის, რომლითაც ისინი შეძლებენ მოერიონ თავიანთ დაჟანგულ ფრთებს!..

NatalieLong.25412410_std